ინფრასტრუქტურის მინისტრი ქალაქ წალენჯიხის №5 საჯარო სკოლის დასრულების ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
7 ივლისი 2026
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ქალაქ წალენჯიხის №5 საჯარო სკოლის მშენებლობის დასკვნით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი ზარქუა და ილია ინჯია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია
120 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სკოლის შენობის მშენებლობა დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, რის შემდეგაც ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებისთვის მზად იქნება
ახალი სკოლა სრულად შეესაბამება თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს და მოსწავლეებს უსაფრთხო, კომფორტულ და სრულფასოვან სასწავლო გარემოს შესთავაზებს. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურით
ქალაქ წალენჯიხის №5 საჯარო სკოლის ახალი შენობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით აშენდა. პროექტის ღირებულება 4,6 მილიონ ლარს შეადგენს.